ღია უჯრედული ჭერი „გრილიატო“ – მართკუთხა ფორმის

ჩვენი საწარმოს მანქანა-დანადგარები ასევე იძლევა საშუალებას მომხმარებელს შევთავაზოთ მართკუთხა ფორმის ტიპის გრილიატო, რომლის ვიზუალური ნაწილი საგრძნობლად განსხვავდება კვადრატული ფორმის გრილიატოსგან. მისი მოწყობის და დაკიდების სისტემა ანალოგიურია როგორც კვადრატული ფორმის გრილიატოსი. თუმცა მართკუთხა ფორმის გრილიატოს უპირატესობა გარდა ვიზუალისა ასევე არის ფინანსურ ნაწილში. იგი საშუალოდ 25%-ით იაფია ვიდრე კვადრატული ფორმის გრილიატო.

ფერები და ზომები

მართკუთხა ფორმის გრილიატოს უჯრედის ზომების (მმ) ასორტიმენტი:

  • 50×100 მმ
  • 75×150 მმ
  • 100×150 მმ
  • 100×200 მმ
  • 150×300 მმ

მართკუთხა ფორმის გრილიატოს სხვა პარამეტრები იდენტურია კვადრატული ფორმის გრილიატოსი.

ღია უჯრედული ჭერი „გრილიატო“ - სამკუთხა ფორმის

ეს არის ასევე ინოვაციური პროდუქტი ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე გრილიატოს სახეობებს შორის რისი წარმოების საშუალებასაც იძლევა ჩვენი საწარმოს მანქანა-დანადგარები.

გრილიატოს კონსტრუქციაში როგორც კვადრატულ ისე მართკუთხა ფორმაში დიაგონალური პროფილის დამატებით იქმნება სამკუთხა გრილიატოს ფორმა. იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ახალი ჭერის დამონტაჟებისას ასევე იმ არსებული ჭერის შემთხვევაში რომელიც წარმოებულია მხოლოდ „ჩივე საქართელო“-ს მიერ. მისი გამოყენება არა მხოლოდ ცვლის ჭერის ვიზუალს ასევე 2-ჯერ ამცირებს უჯრედის გამჭირვალობას, რაც იძლევა საშუალებას მომხმარებელმა აირჩიოს დიდი ზომის უჯრედი რათა შეამციროს მასალაზე დანახარჯი. მისი გამოყენების მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება შეარჩიოს სასურველი ჭერის ფორმა 74-მდე სხვადასხვა ტიპის ვიზუალიდან.