ღია უჯრედული ჭერი „გრილიატო“ – კვადრატული ფორმის

ეს არის მეტალის შეკიდული ჭერის ერთ-ერთი უახლესი სახეობა რომელიც ძალიან მიმზიდველი, ეფექტური და პრაქტიკულია. იგი წააგავს გისოსის სტრუქტურას, რომელიც გაძლევთ საშუალებას არამარტო დამალოთ ჭერში არსებული კომუნიკაციები როგორიცაა: ელექტრო სადენები, სადრენაჟო, ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემები, არამედ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მონაკვეთში შეძლოთ მათთან მარტივი წვდომა და სერვისის თვალსაზრისით.

ღია უჯრედული ჭერის გრილიატოს პოპულარობა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

ფერები და ზომები

ჩვენს მიერ წარმოებული გრილიატოს სტანდარტული საბაზო ფერებია: შავი RAL 9005 და თეთრი RAL 9016. სხვა დანარჩენი ფერის გამოყენება საჭიროებს დამატებით დროს და ღირებულებას.

კვადრატული ფორმის გრილიატოს უჯრედის ზომების (მმ) ასორტიმენტი:

  • 50×50 მმ
  • 75×75 მმ
  • 100×100მმ
  • 120×120 მმ
  • 150×150 მმ
  • 200×200 მმ

გრილიატოს პროფილის პარამეტრები:

ჩვენს საწარმოში არსებული მანქან-დანადგარები იძლევა საშუალებას ვაწარმოოთ 3 სხვადასხვა სიგანის გრილიატოს პროფილი, ესენია: 10მმ; 15მმ და 20მმ. ამ უნიკალური სისტემის საშუალებით (რომლის მსგავსი არ არსებოს საქართველოს ბაზარზე) მომხმარებელს ეძლევა საშუალება დაზოგოს   ფინანსები მასალის შეძენის ნაწილში. განიერი პროფილის გამოყენება ამცირებს უჯრედის შიდა სივრცეს ხოლო მომხარებელს ეძლევა საშუალება შედარებით დიდი ზომის უჯრედის არჩევით დაზოგოს  მასალის საერთო ხარჯი.

გარდა ამისა, არსებული შესაძლებლობა იძლევა საშუალებას ერთდოულად გამოვიყენოთ სხვადასხვა სიგანის პროფილი მრავალმხრივი დიზაინერული მოთხოვნილების დასაკამაყოფილებლად.