ხაზოვანი ტიპის ჭერი
ხაზოვან ჭერს ასევე გააჩნია ბაფლის ჭერის შესატყვისი თუმცა ორივე გულისხმობს ერთიდაიგივე ტიპის ჭერს, სხვაობა მხოლოდ სახელწოდებაშია. იგი წარმოადგენს შეკიდული ჭერების ასევე პოპულარულ სახეობას, რომელიც ძირითად გამოიყენება დიდი მოცულობის სივრცეებში. იგი წარმოადგენს დაკიდული ჭერის მრავალი ზომის მქონე ლითონის პანელებს რომელიც ჰორიზონტალურად არის დამაგრებული. სხვადასხვა ზომის ხაზოვანი პანელის დიზაინი იძლევა საშუალებას მარტივად ჰაერის ცირკულაციას ჭერში, და არსებული კომუნიკაციების დამალვის საშუალებას, როგორიცაა: ელექტრო სადენები, სადრენაჟო, ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემები.
ხაზოვანი ჭერის პროფილი მზადდება გალვანიზირებული მეტალის ან ალუმინის მასალის გამოყენებით. ორივე შემთხვევაში ვიზუალი იდენტურია, გასნხვავებაა მხოლოდ სიმძიმეში და კოროზიის მიმართ მედეგობაში.
პროფილის მასალის სისქის დიაპაზონია: 0,40მმ-დან 1,00მმ-მდე.
ხაზოვანი ჭერის პროფილის სტანდარტული ზომებია:
- 20×105 მმ
- 30×100 მმ
- 40×95 მმ
- 50×90 მმ
ფერები და ზომები
ასევე შესაძლებელია დამზადდეს სპეციალურ ზომის პროფილიც მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.
- პროფილის სიგანის დიაპაზონია: 20მმ-დან 180მმ-მდე.
- პროფილის სიმაღლის დიაპაზონია: 30მმ-დან 300მმ-მდე.
- პროფილებს შორის დაშორების მანძილის დიაპაზონია: 10მმ-დან 200მმ-მდე.
ხაზოვანი ჭერის პროფილის სტანდარტული ფერებია:
- ხის იმიტაციის 5 სხვადასხვა სტრუქტურა
- ნებისმიერი ფერი RAL-ის კატალოგიდან
ხაზოვანი ჭერის პროფილის დაკიდების მანძილის დიაპაზონია: 10სმ-დან 100სმ-მდე.
ხაზოვანი პროფილის გამოყენება და მონტაჟი შესაძლებელია როგორც ჭერზე ასევე კედელზე ან ორივე ერთად. ასევე იგი იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნას გარე პირობებშიც.