კომპანია „ჩივე საქართველო“-ს საწარმო სრულად აღჭურვილია უახლესი თანამედროვე საწარმოო მანქანა-დანადგარებით რაც იძლევა სრული ავტომატიზირებული ციკლის შექმნას.
ჩვენ ვაკონტროლებთ წარმოების პროცესს ყველა ეტაპზე: ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე. უახლესი მანქანა-დანადგარები იძლევა საშუალებას საბოლოო პროდუქტის პარამეტრები შემუშავებული იქნას 0,1 მმ-ის სიზუსტემდე.
ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტზე ვრცელდება 10 წლიანი გარანტია როგორც ნებისმმიერი ტიპის დეფექტზე, ასევე გამოყენებული მასალის კოროზიაზე. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია წარმოების ხარისხი და უსაფრთხოება, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
2024 წლის ზაფხულიდან კომპანიამ დანერგა ადგილობრივი წარმოების ხაზი რომელიც ემსახურება ღია უჯრედული ჭერის ე.წ. „გრილიატო“-ს წარმოებას საქართველოში. წარმოების ხაზის დამონტაჟებისთნავე კომპანიის ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა მენეჯმენტმა გაიარა სრული გადამზადების კურსი.
წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ კლასის ნედლეული რომლის შემოწმება ხორციელდება როგორც მომწოდებლის, ასევე ადგილობრივი ლაბორატორიის მეშვეობით.
„ჩივე საქართველო“ გთავაზოვთ 2 ტიპის საგარანტიო პირობას: